თავში

ბათუმში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

ბათუმში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყობა
ბათუმში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

ბათუმში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ამასთან, ბათუმში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების დინამიკა.  საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 144 ინფიცირებული ბათუმში გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system