თავში

ადვოკატი: დავით ფურცხვანიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ადვოკატი: დავით ფურცხვანიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ადვოკატი: დავით ფურცხვანიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ადვოკატ ნოდარ მესხის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ფურცხვანიძეს სისტემატური მკურნალობა ესაჭიროება, ამიტომ შესაძლოა, ადვოკატმა შესაბამის ორგანოს მიმართოს თხოვნით, რომ დაკავებული კლინიკაში გადაიყვანონ.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. იგი ქრონიკულად დაავადებულ პირს წარმოადგენს, რომელსაც სისტემატურად ესაჭიროება ექიმის მკურნალობა, როგორც სახლში, ასევე, სტაციონალურ რეჟიმში. შესაძლოა, მივმართოთ კომპეტენტურ ორგანოს მისი კლინიკაში გადაყვანის თხოვნით", - განაცხადა ნოდარ მესხმა. 

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, გარკვეული ფოტო-მასალა მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

დავით ფურცვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

28 სექტემბერს, დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გირაოს მოთხოვნით მიმართა. ნოდარ მესხი პატიმრობის სანაცვლოდ 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system