თავში

ნოდიკო ტატიშვილი: ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა

ნოდიკო ტატიშვილი: ​ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა
ნოდიკო ტატიშვილი: ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა

"ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა", - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი Facebook-ზე წერს.

ტატიშვილი მოსახლეობას ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის! თქვენი გულწრფელი კეთილი სურილები ძალას მმატებს! ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება! 

 ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს COVID-19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები. ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!
ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!
P.S მგონი ვახერხებ ხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!",
- წერს ნოდიკო ტატიშვილი.

ცნობისთვის, ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system