თავში

Novavax-თან ვაქცინის მილიონ დოზაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ცერცვაძე

Novavax-თან ვაქცინის მილიონ დოზაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ცერცვაძე
Novavax-თან ვაქცინის მილიონ დოზაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

ინფექციონისტის განმარტებით, კომპანიასთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

,,Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. 

წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. 

ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით Novavax-თაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system