თავში

ნოვრუზ ბაირამი დაიწყო

ნოვრუზ ბაირამი დაიწყო
ნოვრუზ ბაირამი დაიწყო

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. სიტყვა “ნოვრუზი”, ანუ “ნავრუზი” “ახალ დღეს” ნიშნავს. ის პირველად ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, ახემენიდების მმართველობის პერიოდში მოიხსენიება. ამ დღეს მეფისთვის ყველაზე ძვირფას შესაწირავს იღებდნენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა.

ნოვრუზ ბაირამი - ახალ წელსა და რელიგიურ რამაზან ბაირამთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ნოვრუზი ძირითადად მუსულმანურ ქვეყნებში აღინიშნება, ეს არ არის რელიგიური დღესასწაული, არამედ, გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული, ბუნების განახლების სიმბოლოა. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.

დღესასწაული 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. 

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system