თავში

საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვების დაცვაა საჭირო.

კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება. იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება აქვთ.

ამასთან, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

სავალდებულოა, შესაბამისი წესებით, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

რაც შეეხება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანას, საქართველოს რკინიგზა მუშაობის აღდგენისთვის ემზადება. კომპანიაში სავარაუდო თარიღად 15 ივნისს ასახელებენ. სარკინიგზო მიმოსვლისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system