თავში

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება.

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო. 05 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო, სამუშაოები შეჩერდა.

ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system