თავში

,,ის გადარჩა" - უმძიმესი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - VIDEO

,,ის გადარჩა" - უმძიმესი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - VIDEO
,,ის გადარჩა - უმძიმესი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - VIDEO

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეული - ბოლნისის კლასტერიდან შეყვანილი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, სრულად გამოჯანმრთელდა და ის კლინიკიდან დღეს გაეწერება. 

,,ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი, მინდა ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას, მისი მდგომარეობა იყო არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური, ის გადარჩა და კოვიდვირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა.

ამ დროისათვის, გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system