თავში

საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა - VIDEO

საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა - VIDEO
საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა - VIDEO

პირველად საქართველოში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი ახალგაზრდა კაცია, რომელიც კლინიკაში უკვე მესამე კვირაა მკურნალობს. 

,,დღეს მნიშვნელოვანი განცხადებით ვიწყებთ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი და უკვე მესამე კვირაა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია, მას ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, შევეცადეთ, ტკივილი კუპირებულიყო კონსერვატული მკურნალობით, მაგრამ ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. ის თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 539 ადამიანია.

აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system