თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველების საგანგებო განცხადება

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველების საგანგებო განცხადება
ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველების საგანგებო განცხადება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია.

,,ამ დროსისთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავამჟღავნოთ გამოძიების ყველა დეტალი, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანს.

თუმცა, გვინდა განვაცხადოთ და ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერები დავარწმუნოთ იმაში, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები, ჩვენს კლიენტს ბრალდებებისგან სრულიად ათავისუფლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე გაგზავნილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან გათავისუფლდება.

ნიკოლოზი ნელი დოროყაშვილთან განქორწინებულია 2019 წლიდან. ყოფილ წყვილს ჰყავს 5 წლის ვაჟი, ლუკასი. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის მიერ ჩადენილი მიზანმიმართული პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

სწორედ, შვილის დაცვის მიზეზით, ჩოგბურთელი არ გამოხმაურებია მისი ყოფილი მეუღლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ცრუ ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის.

ამავე დროს, ის მადლობას უხდის ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი მის უდანაშაულობას დაამტკიცებს", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ბასილაშვილის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system