თავში

"ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს" - პრემიერი

"ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს" - პრემიერი
ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა საზოგადოებას მიმართა, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას, ვინაიდან ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

"ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს.

აბსოლუტურად უსაფრთხოა ვაქცინა, ყველა აცრილები ვართ, რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა, მეცნიერებას დავუჯეროთ ჩვენ და ფაქტებს, ნუ დავუჯერებთ ყალბ ინფორმაციას. ვაქცინები შემოტანილია, ყველანაირი გვაქვს. პირველ ოქტომბერს დამატებით მილიონი დოზა "სინოფარმი" შემოვიტანეთ, გვაქვს "ფაიზერი", კიდევ დამატებით ნახევარ მილიონს ახლა ველოდებით. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. გავუფრთხილდეთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system