თავში

ნუ მირეკავთ ისე, თითქოს რესტორანში მაგიდას უკვეთავდეთ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნუ მირეკავთ ისე, თითქოს რესტორანში მაგიდას უკვეთავდეთ - დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნუ მირეკავთ ისე, თითქოს რესტორანში მაგიდას უკვეთავდეთ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

იმ მორწმუნეთა საყურადღებოდ, ვინც მიუნხენში, შტუტგარტში ან იმ ქალაქებში ცხოვრობთ, სადაც ყოველთვე გვიწევს წირვა-ლოცვის ჩატარება. ნუ მირეკავთ და ნუ მითანხმებთ ტელეფონის მეშვეობით ნათლობას და ჯვრისწერას ისე, თითქოს რესტორანში მაგიდას უკვეთავდეთ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს.

მისი თქმით, ეს ზერელე დამოკიდებულებაა ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. როგორც დეკანოზი წერს, ნათლობის წინ საჭიროა მშობლები პირადად მივიდნენ ტაძარში და მოძღვარს გაესაუბრონ. 

"ეს ძალიან ცუდი და მიუღებელი ჩვევაა და გამოხატავს მორწმუნის არასერიოზულ და ზერელე დამოკიდებულებას საკუთარი სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი.

როცა შვილის მონათვლას გადაწყვეტთ, მშობლები აუცილებლად, პირადად უნდა მოხვიდეთ ტაძარში, წარადგინოთ საკუთარი თავი, დაგვიდასტუროთ თქვენი რწმენა, პირადად გაესაუბროთ მოძღვარს, უთხრათ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ და ასევე ის თუ რატომ გინდათ, შვილის მონათვლა. ეს არის ის მინიმუმი, რაც აუცილებელია ნათლობისთვის. გაითვალისწინეთ ეს და ნუღარ აკადრებთ ნურც თქვენს რწმენას და ნურც ეკლესიას ასეთ ზერელე დამოკიდებულებას. ეს არ ეხება დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებ ჩვენს მორწმუნეებს, ვინც სიშორის გამო ვერ ახერხებს ჩამოვდეს პირადად გასასაუბრებლად. თუმცა თუ მაინც მოახერხებენ, მათთანაც სასურველია წინასწარ პირადად შეხვედრა და გასაუბრება. ნათლობა ერთხელ ხდება სიცოცხლეში და მიუდექით ამას მოწიწებით და დიდი სერიოზულობით. ყველას გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს წესი" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system