თავში

"ნუ მოჭრი, მორთე" - წინასაახალწლო კამპანია დაიწყო

"ნუ მოჭრი, მორთე" - წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
ნუ მოჭრი, მორთე - წინასაახალწლო კამპანია დაიწყო

წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე  დაიწყო. კამპანიის მიზანი წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

აღნიშნული კამპანია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა წინასაახალწლოდ, უკვე მეოთხედ წამოიწყო. 

კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მედიის წარმომდგენლებს შეხვდა და მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები, ასევე, კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ მედიის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათ სიმბოლურად მორთეს ნაძვის ხე და საზოგადოებასაც მოუწოდეს ჩართულობისკენ.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ ადგილმდებარეობა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

„თუკი საახალწლოდ ერთი მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს ერთი მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება“ ,- ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system