თავში

ნუნუ მიცკევიჩი: რისკები მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში

ნუნუ მიცკევიჩი: რისკები მინიმალური იქნება უმაღლესი
ნუნუ მიცკევიჩი: რისკები მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში

"პირველი მარტიდან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობა გვეძლევა. უნივერსიტეტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი ჩაატარონ აუდიტორიებსა და შესაბამის სივრცეებში. ამასთან ერთად, გამოცდები შეძლებისდაგვარად ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში", - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. 

მან იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რომელიც აღდგენილ საგანმანათლებლო პროცესს თან ახლავს. მიცკევიჩის თქმით საგანმანათლებლო სისტემაზე ორკვირიანი შუალედით დაკვირვების საშუალება იარსებებს. 

"ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე ადასტურებს, რომ უსაფრთხოების მაღალი ნორმებია დაცული. ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system