თავში

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები - ნიკა გვარამია

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები - ნიკა გვარამია
ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები - ნიკა გვარამია

"და ბელორუსში პროტესტი რატომ მოგწონდათ? მაგ პროტესტებმა მხოლოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო - მთლად დახურა ბელორუსი ლუკაშენკომ და ბოლომდე მიება რუსეთს და მოწყდა დასავლეთს.

ანუ, ბელორუსებს, ვიდრე პროტესტს დაიწყებდნენ, ამაზე უნდა გაეთვალათ და მეათედ მითვისებული არჩევნები არ გაეპროტესტებინათ? არა ხო, უნდა გაეპროტესტებინათ არა? აბა, ყაზახები მეორეხარისხოვანი ხალხია და ბელორუსები ევროპელები? ერთისთვის შეიძლება და მეორისთვის არა? თუ რასთან გვაქვს საქმე ამ ლამის რასისტული ორმაგი სტანდარტის ქადაგებისას?

მოკლედ, ჩვენს რეგიონში დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტი არ შეიძლება, თორემ რუსეთი დაგვიპყრობს. არც არჩევნებით შეცვლის პერსპექტივა არ არსებობს და რუსებისთვის სასურველი ოლიგარქები უსასრულოდ უნდა გვმართავდნენ. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები".

პოსტს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აქვეყნებს. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system