თავში

ნუცუბიძეზე 3500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდებაა

ნუცუბიძეზე 3500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდებაა
ნუცუბიძეზე 3500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდებაა

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია „თბილისი ენერჯიდან" აცნობეს. 

კომპანიის ინფორმაციით შეზღუდვები შეეხება:

"ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს ,,პალა ჯგუფი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორი”-ს, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს ,,მს დეველოპერი”-ს, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. ,,მანა ჰაუსი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ბ. ჟღენტის,) მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: # 192 და # 201 ბაგა-ბაღებს, # 102 საჯარო სკოლას და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 21 თებერვლის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

გთხოვთ დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system