თავში

ნუცუბიძეზე, სადაც აფეთქება მოხდა ერთი პირი დააკავეს

ნუცუბიძეზე, სადაც აფეთქება მოხდა ერთი პირი დააკავეს
ნუცუბიძეზე, სადაც აფეთქება მოხდა ერთი პირი დააკავეს

ნუცუბიძის პლატოზე, სადაც გაზგასამართი სადგური აფეთქდა, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა. ის არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებას, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე , კაფე "ვერდეს" მიმდებარედ  გაზგასამართ სადგურზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.   დაშავებულია ერთი პირი, რომელმაც სხეულის დამწვრობა მიიღო. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system