თავში

ნუცუბიძის ფერდობზე 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ნუცუბიძის ფერდობზე 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა
ნუცუბიძის ფერდობზე 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ნუცუბიძის რაიონის 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით მიზეზი გაზსადენის დაზიანება გახდა. 

გაზმომარაგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. 

„ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სამუშაოების წარმოებისას საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება 800–მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ შემთხვევის ადგილზე დაზიანებული მილის აღსადგენად“, - აცხადებენ კომპანიაში.

 „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system