თავში

ელჩების კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - VIDEO

ელჩების კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - VIDEO
ელჩების კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - VIDEO

თბილისში, სახელმწიფო ცერემონიალების სასახლესთან, სადაც ,,ელჩების კონფერენცია 2019" მიმდინარეობს, აქცია გაიმართა. 

მოძრაობა ,,შეცვალეს" აქტივისტებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს, წარწერით ,,ამ სისტემის დედაც". მათი მოთხოვნაა ელჩებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ სწორი გზავნილები გააჟღერონ. 

მოძრაობის წევრები კონფერენციიდან გამოსულ დავით ბაქრაძეს დახვდნენ, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩია. დიპლომატმა აქციის მონაწილეებთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლა.

,,საერთოდ არ აინტერესებს ქართული საზოგადოების აზრი, ოლიგარქის მონად არის გადაქცეული დიპლომატიური კორპუსი, ნება იბოძონ და სწორი გზავნილები ჩაიტანონ მსოფლიოში, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება საქართველოში, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

შეგახსენებთ, ,,ელჩების კონფერენცია 2019" 17 დეკემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system