თავში

,,რაღაც იყიდა და მოულოდნელად ფარმაცევტი ეუბნება..." - სახალისო ამბავი აფთიაქის რიგიდან

,,რაღაც იყიდა და მოულოდნელად ფარმაცევტი ეუბნება..." - სახალისო ამბავი აფთიაქის რიგიდან
,,რაღაც იყიდა და მოულოდნელად ფარმაცევტი ეუბნება... - სახალისო ამბავი აფთიაქის რიგიდან

სოციალური ქსელის მომხმარებელი იაკო თოდუა სახალისო ამბავზე წერს, რომელიც მას აფთიაქის რიგში დგომისას გადახდა თავს.

,,აფთიაქში ვდგავარ რიგში, ჩემს უკან ქალი დგას ასე ალბათ 60 წლამდე. ვერ ვსუნთქავ პირბადეშიო, არადა ორი წუთის საქმე მაქვსო წუწუნებს, დავუთმე რიგი და დავდექი მის შემდეგ.

რაღაც იყიდა და მოულოდნელად ფარმაცევტი ეუბნება, თქვენ ხართ მე- 200 თუ რაღაც ამდაგვარი მომხმარებელი და მოიგეთ 60% ფასდაკლება ფრანგულ პროდუქციაზეოოო.

ვაახ! შოკში ვარ, არადა ჩემი იქნებოდა ახლა ეს სასწაულად საჭირო ფასდაკლება, რომ არა ჩემი აღზრდის უკუღმართულობა. ნუქსის კრემებისკენ ვაპარებ თვალს და იმხელა ნერწყვს ვყლაპავ, ყელი მტკივდება...

ბოლო იმედს ვიტოვებ რომ მობრუნდება და მეტყვის, აი შვილო ეს შენ გეკუთვნოდაო მაგრამ, ნურას უკაცრავად, 10 წუთი ავსებდა ვაუჩერს და წააცუნცულა სახლში.

ვიყიდე რაც მინდოდა, ყელის საწუწნი აბიც ვიყიდე ( მეტკინა მეთქი ავღნიშნე უკვე) კორსიზიც დავამატე ზედ, მჭირდებოდა ნამდვილად.

მანქანაში რომ ჩავჯექი ჯერ დედაჩემს გავხედე გაბრაზებულმა (სულ მაგის შთაგონებაა) მერე ელენეს მივუბრუნდი და ვუთხარი რიგი არ დაუთმო არასდროს არავის მეთქი.

პ.ს სიკეთე გადამდებია არა იხვის ტოლმა, გადამდები არის კორონა.
მადლობა
ნახვამდის", -
წერს თოდუა ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system