თავში

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 72 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის თქმით, მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

„ცხრა პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, ცხრიდან ოთხის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. აპარატზე არცერთი პაციენტი არ არის. ოღონდ ჟანგბადი მიეწოდებათ. მიმდინარეობს ანტიბაქტერიული ანტივირუსული მკურნალობა. განყოფილებაში გვყავს 72 პაციენტი, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნებათ"- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.

შეგახსენებთ,საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და ჯამში 1412-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system