თავში

სოლოღაშვილი: ცხინვალიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა - VIDEO

სოლოღაშვილი: ცხინვალიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა - VIDEO
სოლოღაშვილი: ცხინვალიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა - VIDEO

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს, ცხინვალიდან არის. 

,,გვყავს ერთი ახალი პაციენტი, მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის, როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან. მამაკაცია 60 წელს ზემოთ, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. მიმდინარეობს როგორც გამოკვლევები, ასევე მკურნალობა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში სულ 5 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, დანარჩენების საშუალო სიმძიმის.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 55 პაციენტი მკურნალობს, მათგან 45 კოვიდდადასტურებულია. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 7 პაციენტია. 

ამასთან კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system