თავში

"ობიექტივიდან" ჟურნალისტები და ოპერატორები გაათავისუფლეს

"ობიექტივიდან" ჟურნალისტები და ოპერატორები გაათავისუფლეს
ობიექტივიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გაათავისუფლეს

ტელეკომპანია "ობიექტივის" 20-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც report.ge-ს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ექსკლუზიურად განუცხადა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს, ბათუმში ხელმოწერების შეგროვებაში ჩართვა დაავალეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებისგან და ოპერატორებისგან უარი მიიღეს, შრომითი ხელშეკრულება შეუჩერეს.

"ბათუმში წაგვიყვანეს თბილისის და რეგიონის ჟურნალისტები. გვითხრეს, რომ პარტია დიდი აქციისთვის ემზადებოდა. შემდეგ შემოვიდა ერთ-ერთი ადამიანი და გვითხრა აგერ ბლანკიანი ფურცლები, წადით და 50-მდე ხელმოწერა შეაგროვეთ, რომ საქართველოს სამხედრო მიუმხრომლობა სურსო. ჩვენ უარი ვუთხარით, რაზეც გვიპასუხეს, რომ გათავისუფლებულები ხართ სამსახურიდანო,"- აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

report.ge დეტალების გარკვევას "ობიექტივის" საინფორმაციო სამსახურში ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system