თავში

ობუდსმენი 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს შეხვდა

ობუდსმენი 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს შეხვდა
ობუდსმენი 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს შეხვდა

სახალხო დამცველი 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ომბუდსმენმა პირადად მოისმინა ინფორმაცია 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ასევე დაინტერესდა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 20 ივნისის საქმეზე იყო დაკავებული და ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„სახალხო დამცველის აპარატი გუშინ დამიკავშირდა, ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ თემაზე ვისაუბრეთ, მას აინტერესებდა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია მის შესახებ, ამ ეტაპზე ის ძალიან მძიმედაა, გაჩერებულია აქვს მარცხენა ხელ-ფეხი და ვთხოვე სახალხო დამცველს გაუწიონ დახმარება რადგან ამ ეტაპზე მას სოციალური სტატუსი მოუხსნეს, აინტერესებდა რატომ მოუხსნეს ეს სტატუსი და მივაწოდე ინფორმაცია, რომ მას არ აქვს იმის შესაძლებლობა თავის სახსრებით იმკურნალოს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია მოახერხოს სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვა დახმარებისთვის,“-განაცხადა ლევან ჯიქურის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system