თავში

ავტომობილს სკოლის მოსწავლე მართავდა - ახალი დეტალები ქობულეთის ავარიაზე

ავტომობილს სკოლის მოსწავლე მართავდა - ახალი დეტალები ქობულეთის ავარიაზე
ავტომობილს სკოლის მოსწავლე მართავდა - ახალი დეტალები ქობულეთის ავარიაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

გარდაცვლილები მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ავარიის დროს დაშავებული 3 მოზარდი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს ეკუთვნოდა, 6 არასრულწლოვანი იჯდა. 

მედიკოსების თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ბიჭებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოტო: tv 25

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system