თავში

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა იკრძალება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა იკრძალება
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა იკრძალება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა დაუშვებელი იქნება და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ.

მისივე თქმით, ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. 

"მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ უნდა ავიდნენ, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ასევე, უნდა გაფრთხილდნენ ჩვენი ავტობუსის მძღოლები, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია და ნიავდებოდეს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system