თავში

საგანგებო: აფეთქებაზე ფიქტიური გამოძახება იყო

საგანგებო: აფეთქებაზე ფიქტიური გამოძახება იყო
საგანგებო: აფეთქებაზე ფიქტიური გამოძახება იყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე, აფეთქების შესახებ შეტყობინება ფიქტიური იყო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულმა სახანძო-სამაშველო ჯგუფებმა მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს და აფეთქების კვალი ვერ იპოვეს. 

,,შეტყობინება იყო მხოლოდ აფეთქების ხმაზე, რომ ადგილობრივებმა ხმა გაიგეს. სახანძრო ეკიპაჟები მივიდნენ ადგილზე, შეამოწმეს ყველაფერი და აფეთქების კვალი არ არის. ვერ დაადასტურეს, რომ სადმე აფეთქება მოხდა. კონკრეტული აფეთქების ფაქტი არც შეტყობინებაში ფიქსირდებოდა", - განუცხადეს report.ge-ს უწყებაში.

სოციალურ ქსელში, ადგილობრივები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხმაური, შესაძლოა, ფოიერვერკს ან ფილმის გადაღების პროცესს უკავშირდებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system