თავში

თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის III და IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system