თავში

ოფიციალური განცხადებით მივმართე - რატომ გადაწყვიტა ცერცვაძემ გადადგომა

ოფიციალური განცხადებით მივმართე - რატომ გადაწყვიტა ცერცვაძემ გადადგომა
ოფიციალური განცხადებით მივმართე - რატომ გადაწყვიტა ცერცვაძემ გადადგომა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარძის მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, ინფექციონისტი აცხადებს, რომ პირადად მას და მინისტრს, კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

თენგიზ ცერცვაძე აქვე იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა ცოტა ხის წინ  შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება და რატომ შეცვალა შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება.

"დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. 

კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. ოფიციალური განცხადება მქონდა დაწერეილი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.

შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა. შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის.

პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზისმენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system