თავში

ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს, რომელმაც ქართული სუფრა ინატრა, სურვილი აუსრულეს

ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს, რომელმაც ქართული სუფრა ინატრა, სურვილი აუსრულეს
ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს, რომელმაც ქართული სუფრა ინატრა, სურვილი აუსრულეს

ფეისბუქის მომხმარებელი ნიკო ქელბაქიანი წერს, რომ  ოჰაიოში მცხოვრებმა ამერიკელმა, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი აქვს და ექიმების პროგნოზით მხოლოდ 2-8 კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, ქართული კერძები ინატრა, რადგან ქართული სამზარეული ძალიან უყვარს. 

ამის შესახებ პოსტი თავდაპირველად ცნობილ ჯგუფში, Spend 4 Seasons in Georgia ნიკოს მეგობარმა, ფილიპმა გამოაქვეყნა, რომელსაც ანიშნულ ჯგუფში პოსტის გამოქვეყნება ნიკო ქელბაქიანმა თავად ურჩია. ნიკოს მეგობარი ჯგუფში წერდა, რომ მათთან ახლოს ქართული რესტორანი არ არსებობს და ჯგუფის წევრებს, რომლებიც ოჰაიოში ცხოვრობდნენ, ქართული კერძების მომზადებაში სთხოვა დახმარება. 

დახმარების სურვილი ამერიკაში მყოფმა უამრავმა ქართველებმა გამოთქვა, მათ შორის, ახალგაზრდა ამერიკელი კაცის უკანასკნელი ოცნების ასრულებაში მონაწილეობის სურვილი ამერიკაში საქართველოს საელჩომ და ელჩმა დავით ბაქრაძემაც გამოთქვეს.

მათი გადაწყვეტილებით, საელჩოს მზარეული და თანამშრომლები ვაშინგტონიდან ოჰაიოში, დეიტონში ჩავიდნენ. მათ ამისთვის 10-საათიანი მგზავრობა დასჭირდათ, რადგან პანდემიის გამო ფრენები შეჩერებულია. 

"საელჩოდან დაუკავშირდნენ, ელჩი დავით ბაქრაძე შეჰპირდა საელჩოს მზარეულის გაგზავნას. ხოდა, დღეს აი, ასეთი ლამაზი სუფრა გაშალეს ნიგვზიანი ბადრიჯნებით, შქმერულით, ტარხუნის ლიმონათით, ქართული ღვინით და კიდევ ბევრი რამერუმით" - წერს ნიკო ქელბაქიანი და დეიტონში გაშლილი ქართული სუფრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system