თავში

"ტუჩებში მკოცნიდა და ინტიმურ ადგილებში შეხებას ცდილობდა" - მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

"ტუჩებში მკოცნიდა და ინტიმურ ადგილებში შეხებას ცდილობდა" - მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ტუჩებში მკოცნიდა და ინტიმურ ადგილებში შეხებას ცდილობდა - მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

24 წლის ქალი სამების საკათედრო ტაძრის მღვდელს, მამა იოანეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

ახალგაზრდა ქალის თქმით, მამა იონა 2019 წელს სამების საკატედრო ტაძარში გაიცნო, სადაც თავად ხშირად დადიოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაომ ახლოს გაცნობის მიზნით სახინკლეში დაპატიჟება, რაზეც სულიერი შვილი დათანხმდა. სწორედ სახინკლიდან წამოსვლისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მღვდელმა ახალგაზრდა ქალი სექსუალურად შეავიწროვა.

"ვაკის პარკთან გააჩერა მანქანით და ჩემი სახე შეატრიალა თავისკენ ხელით და მაკოცა ტუჩებში. ვცდილობდი, რომ მომეშორებინა როგორღაც, მაგრამ იმხელა ძალა ვიგრძენი მისგან, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ყვირილი არ დამიწყია, იმიტომ, რომ ცოტა ხანში უნდა ჩავსულიყავი. ვუთხარი, რომ აი, თავისუფლებაზე ჩავალ მეგობარი უნდა ვნახო-თქო. დაძრა მანქანა. ვაკის პარკიდან სადღაც თავისუფლებამდე დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, რომ მკოცნის და თან ინტიმურ ადგილებში ცდილობს რომ შემეხოს. თან ძალიან ნასვამია, მაგრამ, ჩვეულებრივად ატარებდა. სავარაუდოდ, მიჩვეული იყო ასეთ რაღაცას, არ ვიცი, იმიტომ, რომ რომ გავაცნობიერე, პირველი შემთხვევა არ იყო. თავისუფლებაზე რომ ჩამოვედი, მელოდება ჩემი მეგობარი და მაგ დროს უკვე გონება დავკარგე იმდენად შოკირეულ მდგომარეობაში ვიყავი, თან ნასვამი და თან მამაოსგან ტუჩებში კოცნა ძალიან წარმოუდგენელი იყო, - იხსენებს ახალგაზრდა ქალი "ტვ პირველთან", რომელსაც თავად დაუკავშირდა. 

დაზარალებული ამბობს, რომ მომხდარი მან დედას უამბო, რომელიც თავის მხრივ ნაცნობ მღვდელს დაუკავშირდა. ნაცნობმა სასულიერო პირმა საპატრიარქოს მიმართა, რის შემდეგაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ და მეუფე შიომ ახალგაზრდი ქალი საპატრიარქოში დაიბარეს და გამოჰკითხეს. მსხვერპლი ამბობს, რომ ადგილზე მეუფე იონაც იმყოფებოდა , რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხილებულმა მღვდელმა მომხდარი უარყო, ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ სასულიერო პირებს მის მონაყოლში ეჭვი არ შეუტანიათ. 

"ანდრია ჯაღმაიძეს და მეუფე შიოს დეტალურად მოვუყევი ეს ისტორია, თავი ჰქონდა დახრილი და თან ცივი ოფლი ასხამდა. ჰკიტხეს, ეს ამბავი იყო თუ არა მართალი და მე საერთოდ მიცნობდა თუ არა. უთხრა, რომ მიცნობდა, მაგრამ ეს ამბავი, კოცნის ამბავი და ხელების ფათური სიმართლეს მაინც და მაინც არ შეესაბამებოდა, უბრალოდ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ პირად თემებზე, უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ასეთ ამბავს ეუბნება, მაგრამ თან ძალიან ნერვიულობს, კანკალი დაიწყო და ყევლა მიხვდა, რომ არ ვცრუობდი. ცოტა ხანში იონა გაუშვეს, გაიყვანეს და მეუბნებიან, გვჯერა, რომ ნამდვილად იყო ეს ყველაფერიო. ეს მართლა აღიარეს, - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

მომხდარს ადასტურებს მამა ანდრია ჯაღმაიძე, თუმცა ამბობს, რომ დეტალებზე სხვა დროს ისაუბრებს. 

"ასეთი შემთხვევა იყო. მღვდელმსახურება მართლა ჰქონდა შეჩერებული. დიახ, მოძღვართან ერთად იყო მოსული, განხილვა იყო ამისი, ოღონდ არ მახსოვს ასეთი დეტალები, დედასთან ერთად იყო, მე შემიძლია ამ თემაზე დაგელაპარაკოთ ცოტა მოგვიანებით" - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system