თავში

ოჯახი 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებს - PHOTO

ოჯახი 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებს
ოჯახი 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებს - PHOTO

ოჯახის წევრები ოთხი დღეა 20 წლის ბიჭს ეძებენ. 

როგორც ნათია სალაძე სოციალურ ქსელში წერს, ნოდარ თამარიანის ძებნაში ჩართულია პოლიციაც.

"სასწრაფოდ, დაიკარგა ნოდარ თამარიანი, 20 წლის.

ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირეს კამერებმა!

მეორე დილით, 10-დან 11- საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით.

ესეც დააფიქსირეს კამერებმა!

არ მისული სადგურამდე, პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა.

4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ გთხოვთ.

დიდი მადლობა წინასწარ! გთხოვთ გააზიარეთ! ეგებ ვინმემ ამოიცნოს. მეგობრებო გავაზიაროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს. საკონტაქტო ნომრები

555 407 303 ეკა;  579 230 860 ნუგო", - წერს ნათია სალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system