თავში

ოჯახის ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა კლინიკაში არ გადაჰყავთ

ოჯახის ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა კლინიკაში არ გადაჰყავთ
ოჯახის ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა კლინიკაში არ გადაჰყავთ

ოჯახის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა.

პატიმარ ზაზა ჩაფიძესის მეუღლის, ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, დაზიანება მას მუცლის არესა და ხელებზე აქვს. 

ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მან ავადმყოფობის გამო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მეუღლე ამბობს, რომ 35 წლის კაცი ღია ჭრილობებით ამ დროისთვისაც საკანშია მოთავსებული და სამკურანლო დაწესებულებაში არ გადაჰყავთ. მისი თქმით, პატიმარს ვენების თრომბოზი აქვს და მდგომარეობა საყურადღებოა. 

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას. 

პატიმრის მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.

ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით იხდის. მეფარიშვილის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system