თავში

სასწრაფოს თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება გაეზრდებათ

სასწრაფოს თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება გაეზრდებათ
სასწრაფოს თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება გაეზრდებათ

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სენაკში, სასწრაფო დახმარების ახალი შენობის გახსნისას განაცხადა.

,,რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის და სწორედ დღეიდან, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მე რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ ეს არ არის ის საკმარისი და ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system