თავში

ოქტომბრიდან ტაქესების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

ოქტომბრიდან ტაქესების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება
ოქტომბრიდან ტაქესების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ტაქსების რეფორმა ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს, გადაადგილება აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ტაქსები A და B კატეგორიებად დავყავით. უკვე წელიწადნახევარია ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება. ძალიან ბევრჯერ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც შევხვდით. იყო ცვლილებები, განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა საერთო ჯამში, მუშაობის შედეგად, ყველა შევთანხმდით, რომ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ.

დედაქალაქის მერმა მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნებართვის მისაღებად სერვისცენტრებში დროულად მივიდნენ, რომელიც თბილისის მერიის შენობაში, ასევე, ათივე გამგეობაშია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system