
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დასტაბილურდა და მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება აღარ იყო.
შეგახსნებეთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე, 11 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან გაიტაცეს. ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი.