თავში

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გადაიდო

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გადაიდო
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გადაიდო

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გადაიდო. პროცესი 28 იანვარს, დილის 10 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 17 იანვარს მიიღო.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system