თავში

ოკუპანტებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს - სუსი

ოკუპანტებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს - სუსი
ოკუპანტებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუგუტიანთკარის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობით, ყველა საჭირო მექანიზმი უკვე ამოქმედებულია და უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი.

"მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system