თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 446 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 108-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთ კოვიდცენტრში 236 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაიცვალა კიდევ ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ აფხაზეთში კორონავირუსით 91 ადამიანია გარდაცვლილი.

რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 6 619-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 4 845.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system