თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 249 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 34-ს დაუდასტურდა. კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ხუთ კოვიდცენტრში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 576 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 216 და გამოჯანმრთელდა 13 070 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system