თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 92 ადამიანს, აქედან კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა.

გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 493 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system