თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტირება კიდევ 69 პირს ჩაუტარდა, მათგან, სამმა ტესტმა დადებითი პასუხი დაადასტურა. ინფიცირებულები ამ დროისათვის  საავადმყოფოში იმყოფებიან.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციით 48 ადამიანი დაავადდა. აქედან 37 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო, ერთი 95 წლის პიროვნება გარდაიცვალა.

პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში გამოვლინდა. 28 მარტიდან 20 აპრილამდე ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system