თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსზე 480 ადამიანი გამოიკვლიეს. ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 148 ადამიანი მკურნალობს, მათგან 141-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. 27 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 739 შემთხვევაა დადასტურებული, 1462 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი გასული 24 საათის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system