თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 225 ადამიანს ჩაუტარდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 255, ხოლო გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

კორონავირუსით ინფიცირებული 97 პაციენტი ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system