თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 8 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system