თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ექიმი მცდელობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია

გუდაუთის საავადმყოფოში აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად ჩასული რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" გავრცელდა. მოგვიანებით კი ამის შესახებ ადგილობრივმა და რუსულმა მედიამაც დაწერა. 

ინფორმაციის მიხედვით, გუდაუთაში მივლენილი ექიმის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტს რაიონის ხელმძღვანელის მოადგილის თემურ ვოზბას მხრიდან ჰქონდა ადგილი. 

ინფორმაციას გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანინი. 

"არც გაუპატიურების მცდელობის და მით უმეტეს, არც გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ელჩმა. 

მისი თქმით, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა "ტრადიციულ აფხაზურ სტუმართმოყვარეობას", რა დროსაც, ინციდენტი მოხდა, თუმცა ის მალევე აღიკვეთა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ე.წ. შს და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შუამავლობით. 

ალექსეი დვინიანინმა მიმართა მედიას და სთხოვა, ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system