თავში

ოკუპირებულ სოხუმში საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის

ოკუპირებულ სოხუმში საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის
ოკუპირებულ სოხუმში საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის

ოკუპირებულ სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის. ცეცხლი დაახლოებით 1 000 კვ.მ.ფართობს უკიდია. 

ადგილობრივი მედიასაშუალებები დაშავებულებზე ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობენ. ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სახლები დაატოვებინეს. ევაკუაციის შედეგად სახლი რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებმა დატოვა. ეშბას ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. 

სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკა 2004 წლიდან აღარ მუშაობდა. ის 1987 წელს აშენდა და წელიწადში 10 ათასი ტონა პროდუქტს ამზადებდა, როგორიცაა შოკოლადის კანფეტები, ორცხობილა, ირისი, კარამელი და ა.შ.

ფაბრიკის შენობა დღეის მდგომარეობით ამორტიზებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system