თავში

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას ახალგაზრდა ხევში გადაიჩეხა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას ახალგაზრდა ხევში გ
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას ახალგაზრდა ხევში გადაიჩეხა

ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ რეჩხის მკვიდრი 35 წლის გოჩა კორსანტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე ხრამში გადაიჩეხა.

არსებული ინფორმაციით, გოჩა კორსანტია გადმოსასვლელად ენგურჰესის სადერევაციო მილებთან მისასვლელ ბილიკებს იყენებდა, მას ოჯახთან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა დაბა ჯვარში,რომელთან ერთადაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system