თავში

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა პირმა სავარაუდოდ ე.წ საზღვარი შემოამტვრია

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა პირმა სავარაუდოდ ე.წ საზღვარი შემოამტვრია
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა პირმა სავარაუდოდ ე.წ საზღვარი შემოამტვრია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ეთნიკურად ოსი პირი, ავტომობილით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. შემთხვევა სამ მაისს მოხდა. 

უკანონოდ გადმოსულმა პირმა ტერიტორია მალევე დატოვა, უკან დაბრუნებისას მას ცეცხლი ოკუპანტებმა გაუხსნეს. 

ადგილობრივების თქმით, პირი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. 

 "საზღვარი გადმოლახა, შემოამტვრია კარები და გადმოვიდა. იარაღი არავის არ უნახავს მაგრამ ეტყობა თან ჰქონდა ისე არ შემოვიდოდა",- განაცხადა ადგილობრივმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system