თავში

ტელეკომპანია "პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია "პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს
ტელეკომპანია პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის მფლობელი ვატო წერეთელი წერს. მისივე ინფორმაციით ინგა გრიგოლია არხის ხელმძღვანელობასთან ერთად, კვლავ წაიყვანს საავტორო გადაცემა „რეაქციას“.

„დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე , რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით .ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ!,“-წერს ვატო წერეთელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system